„საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევის შესახებ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება

„საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევის შესახებ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება

63
გაზიარება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 20-22 მაისს „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში გაიმართება პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაციის მიღწევები და პერსპექტივები“.
კონფერენციის მიზანი საქართველოს ბიომრავალფეროვნების შესწავლისა და კონსერვაციის შედეგების გაანალიზება, სამომავლო ხედვებისა და იდეების წარმოჩენა, ასევე, ბოტანიკური ბაღების საქმიანობის, ბაღებში მცენარეთა კოლექციების შექმნასთან დაკავშირებული საჭიროებებისა და ამოცანების გააზრება, ბოტანიკურ ბაღებსა და ბოტანიკურ ორგანიზაციებს შორის გამოცდილების გაზიარებაა.
კონფერენციის ფარგლებში, იგეგმება დისკუსია მცენარეთა კონსერვაციის ეროვნული სტრატეგიის მომზადების საკითხებზე.

კომენტარი