სოფელ დიდგორში დიდგორობის დღესასწაული აღნიშნეს

სოფელ დიდგორში დიდგორობის დღესასწაული აღნიშნეს

105
გაზიარება

საბურთალოს რაიონის გამგეობის ორგანიზებით, სოფელ დიდგორში დიდგორობის ტრადიციული დღესასწაული გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, ქართული სტილით ჭიდაობაში შეჯიბრი და დოღი გაიმართა. საბურთალოს გამგეობამ ორივე შეჯიბრში გამარჯვებულები მედლებითა და თასებით დააჯილდოვა.
გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში, საზეიმო კონცერტიც გაიმართა, რომელშიც პანჩო და სოფელ დიღმის N210 საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას, მოსახლეობასთან ერთად, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ესწრებოდა.

კომენტარი