მერაბ კოსტავას საიუბილეოდ, დოკუმენტურ ფილმს – „კართაგენი უნდა დაინგრეს“ – აჩვენებენ

მერაბ კოსტავას საიუბილეოდ, დოკუმენტურ ფილმს – „კართაგენი უნდა დაინგრეს“ – აჩვენებენ

125
გაზიარება

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, მერაბ კოსტავას დაბადებიდან 26 მაისს 80 წელი სრულდება. ამ თარიღთან დაკავშირებით, 23 მაისს, 18:00 საათზე ეროვნული არქივის კინოთეატრში ნაჩვენები იქნება გოგა ხაინდრავას დოკუმენტური ფილმი „კართაგენი უნდა დაინგრეს“.
ფილმი, რომელიც მერაბ კოსტავას ცხოვრებასა და მოღვაწეობას შეეხება, გოგა ხაინდრავამ 2013 წელს გადაიღო.
ამასთან, ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი 22 მაისიდან 7 ივნისამდე უმასპინძლებს მერაბ კოსტავას საიუბილეო გამოფენას, რომელზეც წარმოდგენილი იქნება მერაბ კოსტავას პირადი არქივში, კერძო კოლექციებსა და საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული საარქივო მასალა და ფოტოები.
დასწრება თავისუფალია.

კომენტარი