ისნის რაიონში გრუნტის დამჭერი კედლები მოეწყო

ისნის რაიონში გრუნტის დამჭერი კედლები მოეწყო

119
გაზიარება

ისნის რაიონის გამგეობამ, გრუნტის დამჭერი საყრდენი კედლის მოწყობა ორ მისამართზე დაასრულა.
გზის სავალი ნაწილის უსაფრთხოების მიზნით, ვაზისუბნის III მიკრორაიონის I კვარტლის N2 კორპუსისა და ციხისძირის N 33-ის მიმდებარედ, საყრდენი კედლები მოეწყო.
აღნიშნული სამუშაოების განხორციელების შედეგად, გზის საფუძველი გამაგრდა და ადგილობრივ მცხოვრებლებს უსაფრთხო საცხოვრებელი პირობები შეექმნათ.
გარდა ამისა, მოსახლეობის თხოვნით, საყრდენი კედლების მოწყობა კიდევ ორ მისამართზე, საინგილოს N21-სა და მე-2 მელაანის N 16, N18-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
განხორციელებულ და მიმდინარე სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე ადგილზე გაეცნო.
გრუნტის დამჭერი საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოებს ოთხ მისამართზე ისნის გამგეობის დაკვეთით, შპს ,,ლაგო“ და ,,ლუკა 2011“ ახორციელებს, რომელთა საერთო ღირებულება 154 021 ლარს შეადგენს

კომენტარი