ყველაზე ძველები – 10 ქალაქი, რომელთა ასაკიც ათასწლეულებს ითვლის და ისევ დასახლებულია

ყველაზე ძველები – 10 ქალაქი, რომელთა ასაკიც ათასწლეულებს ითვლის და ისევ დასახლებულია

423
გაზიარება

მას შემდეგ, რაც კაცობრიობამ პირველი ქალაქები ააშენა ათასწლეულები გავიდა.  მოხდა ისე, რომ ბევრი მათგანი  მხოლოდ მოგონებად და ისტორიულ ანალებში დარჩა, თუმცა არიან ქალაქები, რომლებმაც ყველა გამოწვევას გაუძლეს და დღესაც იგივე ფუნქციას ასრულებენ როგორც დაარსების დღეს.

ბალხი – ავღანეთი

57

ქალაქი სადაც ზოროასტრიზმის ფუძემდებელი ზარატრუსტა დაიბადა. მეცნიერებს უჭირთ მისი ზუსტი ასაკის განსაზღვრა, თუმცა ყველა თანხმდება, რომ ის  მინიმუმ 4 ათასი წლისაა.ბალხში, რომელიც ძველი ბაქტრიის დედაქალაქი იყო, თითქმის მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. სწორედ ეს ქალაქი  და მისი შემოგარენი ითვლება ხორბლის სამშობლოდ. დღეს ბალხის მოსახლეობის რაოდენობა 80 ათასს არ აღემატება.

 

კირკური -ერაყი

58

ეს ქალაქი დასაბამს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2000 წელს იღებს. იმპერიების გზაგასაყარზე მდებარე  ქალაქი ბევრჯერ დაანგრიეს, თუმცა ის დღესაც არსებობს.

 

ერბილი -ერაყი

60

ის დღეს ერაყული ქურთისტანის დედაქალაქია. ქალაქი დასაბამს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2300 წელს იღებს.

ტვიროსი – ლიბანი

61

ერთ-ერთი უძველესი სავაჭრო ფინიკიური ქალაქი ლიბანში. ძვ. წ. III–II ათასწლეულში იყო მსხვილი სახელოსნო-სავაჭრო ცენტრი. განთქმული იყო მეწამული ფერის შალის ნაწარმით, სპილოს ძვლისა და მინის ნაკეთობებით, აგრეთვე სავაჭრო ექსპედიციებით.ქალაქის მოსახლეობა დღეს  60 000 კაცს აჭარბებს.

ბეირუთი -ლიბანი

62

დღევანდელი ლიბანის დედაქალაქი. ის უკვე 5 ათას წელზე მეტია რაც არსებობს. ნახევარკუნძულ რასას  მიმდებარე ტერიტორიაზე პირველი დასახლება  ძვ. წ. 2700 წელს გაჩნდა. დღეის მდგომარეობით, ბეირუთში მთელი ლიბანის ნახევარი ცხოვრობს.

 

გაზიანთეფი -თურქეთი

63

ქალაქის დააარსების თარიღად ძვ. წ. 3 650 წელი ითვლება. თავდაპირველად ქალაქს ანთეფი ერქვა. ტიტული გაზი, რაც თურქულად მამაცს ნიშნავს ქალაქის დასახელებას 1921 წელს შეემატა.

ელ  ფაიუმი – ეგვიპტე

64

ელ – ფაიუმი ძვ.წ.  4000 წელს დაარსდა. მე-12 დინასტიის ეგვიპტელი ფარაონები აქ ხშირად ჩერებოდნენ. იმ დროს ქალაქს შედეტი, ძველ ეგვიპტურად ზღვა ერქვა.

 

დამასკო – სირია

65

მეცნიერების მტკიცებით, სირიის ამჟამინდელი დედაქალაქი ძვ. წ. 4 300 წელს დაარსდა. შუასაუკუნეების არაბი ისტორიკოსის იბნ ასაკირის მტკიცებით ქალაქის პირველი გალავანი ბიბლიური წარღვნიდან მალევე აშენდა. ისტორიულ წყაროებში  დამასკო პირველად ძვ. წ. მე-15 საუკუნეშია მოხსენიებული.

ბიბლოსი – ლიბანი

65

ძველი სამყაროს უძველესი პორტი და სავაჭრო ქალაქი ძვ.წ. 5000 წელს დაარსდა. ძველი დიდებიდან ამ ქალაქს ფაქტობრივად აღარაფერი შემორჩა. თავდაპირველად ქალაქს გებალი ერქვა. ბიბლოსი მას ძველმა ბერძნებმა უწოდეს. ბიბლოსში დამზადებული „პაპირუსის ქაღალდი“ მსოფლიოში იყო განთქმული.

იერიქონი – ისრაელი

67

ბიბლიაში იერიქონი საკმაოდ ხშირად არის ნახსენები. ქალაქში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადგინდა რომ, აქ მოსახლეობა ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე 9000 წლის წინ ცხოვრობდა. იერიქონი  მკვდარი ზღვის ჩრდილოეთით, იერუსალიმიდან 30 კილომეტრში მდებარეობს და ამჟამად იქ დაახლოებით, 20 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

 

 

 

კომენტარი