ვაკეში, სამ მისამართზე ტრენაჟორები დაამონტაჟეს

ვაკეში, სამ მისამართზე ტრენაჟორები დაამონტაჟეს

87
გაზიარება

ვაკის რაიონის გამგეობა ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას განაგრძობს. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სხვადასხვა უბანში ახალი ტიპის სატრენაჟორო კომპლექსების მოწყობა მიმდინარეობს.
Street Workout-ის ტიპის ტრენაჟორები დამატებით, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N34 კორპუსისა და ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის N15 კორპუსის მიმდებარედ დამონტაჟდა.
გარდა ამისა, მსგავს მოედნებზე ვარჯიშის შესაძლებლობა მოსახლეობას ასევე, ნუცუბიძის III მ/რ-ის IV კვარტლის N3 კორპუსთან და წყნეთში, ამილახვრის N23-ში აქვს.
კომპლექსი რბილ საფარზე ე.წ. შვედურ კედელს, ღერძებსა (ტურნიკებს) და სავარჯიშო რგოლებს მოიცავს. მოედნების მონტაჟი, გამგეობის დაკვეთით, შპს „მ.მ.“-მ განახორციელა.

კომენტარი