მეტრო „გოცირიძის“ რეკონსტრუქციაზე ტენდერი გამოცხადდა – როგორი იქნება განახლებული სადგური?

მეტრო „გოცირიძის“ რეკონსტრუქციაზე ტენდერი გამოცხადდა – როგორი იქნება განახლებული სადგური?

186
გაზიარება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ  მეტრო „გოცირიძის“ რეკონსტრუქცია – რემონტზე ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად,  სადგურის  ღია ბაქანი ლითონის კვადრატული და მართკუთხა მილებისაგან შედგენილი კონსტუქციით გდაიხურება. მოეწყობა ლიფტი შშმ პირებისათვის და დასაჯდომი ადგილები მგზავრებისათვის. დაგეგმილია მოსაცდელი და ამკრძალავი ზოლების მოწობაც.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად სატენდერო დოკუმენტაციაში 2 045 650 ლარია მითითებული. წინადადებების მიღება 6 ივნისს დაიწყება და 11 ივნისს დასრულდება.

კომენტარი