“ჯივიპი” „BB-” რეიტინგს მეოთხე წელია, ინარჩუნებს

“ჯივიპი” „BB-” რეიტინგს მეოთხე წელია, ინარჩუნებს

65
გაზიარება

2019 წლის 21 მაისის საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის გადაწყვეტილებით, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” რეიტინგს „BB-” მეოთხე წელია, ინარჩუნებს. აღნიშნული რეიტინგი კომპანიის მიმართ სანდოობის მაღალი ხარისხისა და ფინანსური მდგრადობის მაჩვენებელია.
კომპანიის ცნობით, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” საქართველოში პირველი არასაფინანსო კერძო კომპანიაა, რომელსაც Fitch Ratings-მა ჯერ კიდევ 2015 წელს პირველივე ცდაზე ქვეყნის სუვერენული გრძელვადიანი რეიტინგი მიანიჭა. აღნიშნული შეფასება “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს” მაღალ პასუხისმგებლობას აკისრებს, როგორც პირველ კომუნალურ კომპანიას ქვეყანაში, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” საინვესტიციო პოლიტიკის ძირითად მიმართულებად კვლავ წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება რჩება. კომპანია წარმატებით აგრძელებს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობას, რომელთაგან მიღებული გრძელვადიანი დაფინანსებით, დედაქალაქისთვის არაერთ მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტს ახორციელებს.

კომენტარი