23 მაისს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

23 მაისს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

112
გაზიარება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 23 მაისს, თბილისის რაიონებში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. როგორც „კვირას“ „თელასიდან“ აცნობეს, ელექტროენერგია შემდეგ რაიონებს შეეზღუდება: საბურთალოს რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, საბურთალოს, ბახტრიონის, სულხან ცინცაძის, გამრეკელის, კუტუზოვის, ტაშკენტის, გაგარინის, შარტავას, გურიელის და ნუცუბიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქოშიგორის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, სოფელი დიღმის “ნატბეურების” დასახლების, სამხედრო გზატკეცილის, მირიან მეფის, ნიკოლოზ ბერაძის და უდაბნოს მონასტრის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავახეთის და ხომლელის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქა-მუხიანის გადასასვლელის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, სამღებროს, ხუდადოვის, ფილიას, ინტერნატის, სამღერეთის, მარიამ ივანიშვილ-დემურიას და წერონისის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის IV კვარტლის, ბელიაშვილის და ახმეტელის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარცხენა სანაპირო, აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ზაარბრიუკენის მოედნის, ტყვიავის, სანაპიროს, რომის, სანკტ-პეტერბურგის, ზაქარია ქურდიანის, ჩერნიშევსკის, ნეკრასოვის, მოსე გოგიბერიძის, მიხეილ წინამძღვრიშვილის და უზნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III, IIIა მიკრორაიონების, წყაროთუბნის, ვლადიმერ ნანეიშვილის, კეცხოველის, ანგია ბოჭორიშვილის და ლეო კერესელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში, 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლერმონტოვის, მაჩაბლის, მოსე ხონელის და სოლოლაკის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარი