გარეთ გამოდგმული სკამები და მაგიდები აღმაშენებელზე – რა პასუხი აქვს მუნიციპალურ ინსპექციას

გარეთ გამოდგმული სკამები და მაგიდები აღმაშენებელზე – რა პასუხი აქვს მუნიციპალურ ინსპექციას

157
გაზიარება

სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” რეგისტრირებულ გვერდზე – გაუფრთხილდიქალაქს – გამოქვეყნდა ინფორმაცია, შესაბამისი ფოტომასალით, სადაც ჩანს, რომ აღმაშენებლის გამზირის ახლად რეაბილიტირებულ ნაწილზე მდებარე კაფესთან მაგიდები და სკამები გარეთ, ტროტუარზეა გამოტანილი. გვერდის ცნობით, კაფის ადმინისტრაციამ არც კონდიციონერი მოხსნა. გარდა ამისა, ფასადს ახალი დაზიანებებიც დაემატა.

“1 წელი გავიდა ბ-ნო კახა კალაძე და ყველაფერი ისე ისევ არის. თავიდან დალაგდა ოდნავ (სანამ თქვენი დავალებული ახსოვდათ), მაგრამ ახლა ისევ დაბრუნდა ქუჩა სრულ უკონტროლო სიტუაციაში. კაფეს არც აინტერესებს ნებართვა ან ჩაბარებული აქვს და მერია 1 წელია პასუხს არ სცემს. არც ეშინია მერიის. არც მოხსნეს კონდიციონერები, ახალი დაზიანებები დაუმატეს ფასადებს და ა.შ.” – აღნიშნულია გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
საკითხში გასარკვევად, “სითი კვირა”თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას დაუკავშრიდა, სადაც განმარტავენ, რომ ინსპექცია ყოველდღიურ რეჟიმში უწევს მონიტორინგს ქალაქის ქუჩებსა თუ სოციალურ ქსელს. ამ შემთხვევაში, იმ კონდიციონერის სურათი, რომელიც მთავრობის სხდომაზე ქალაქის მერს ხელში უჭირავს, არქიტექტურის სამსახურის ნებართვით, უკვე მოწესრიგებული და შეფუთულია. რაც შეეხება გარეთ გამოტანილ სკამებსა და მაგიდას, ამ ეტაპზე საქმის მოკვლევა მიმდინარეობს.

60639708_363003277670330_1986231896895389696_n

კომენტარი