თამარ ტალიაშვილი: შეფერხება ბაღების კვებით მომარაგებაში თავიდან იქნა აცილებული

თამარ ტალიაშვილი: შეფერხება ბაღების კვებით მომარაგებაში თავიდან იქნა აცილებული

111
გაზიარება

თბილისის საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის წევრმა თამარ ტალიაშვილმა ბაგა-ბაღაბთან დაკავშირებით ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს უპასუხა. თამარ ტალიაშვილის თქმით, სააგენტოსა და ბაღების თანამშრომელთა ერთობლივი მუშაობით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში   პროდუქტის შეტანა  ხელშეკრულების გაწყვეტიდან მეორე დღესვე ოპერატიულად განხორციელდა და  კვებით მომარაგებაში შეფერხება თავიდან იქნა აცილებული.
„სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში   პროდუქტის შეტანა  ხელშეკრულების გაწყვეტიდან მეორე დღესვე სხვადასხვა სადისტრიბუციო კომპანიების, სააგენტოსა და ბაღების თანამშრომელთა ერთობლივი მუშაობით ოპერატიულად განხორციელდა.  კვებით მომარაგებაში შეფერხება თავიდან იქნა აცილებული.ბაღების ადმინისტრაციების მიერ პირდაპირი ხელშეკრულებების გაფორმება არის დროებითი ზომა იმისათვის, რომ არ მოხდეს წყვეტა ბაღების კვებით უზრუნველყოფაში ვიდრე შეირჩევა გენერალური დისტრიბუტორი.კვება დადგენილი მენიუსა და სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს და ასევე ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება პროცესის მონიტორინგი“- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
დეპუტატის განცხადებით, თბილისის საბავშვო-ბაღებში კვების მონიტორინგს შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ, რაც მოქმედ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი გახდა.
„შეხვედრაზე დირექტორებთან მოვისმინე ის, რაც არაერთხელ მომისმენია ჩვენი აღსაზრდელების მშობლებისგან, ბავშვთა კვებაზე ნეგატიურად არ ასახულა მიმწოდებელ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტა. თბილისის საბავშვო ბაღების კვების მონიტორინგს 4 სხვადასხვა სამსახური ახორციელებს, ესენია, სურსათის ეროვნული სააგენტო, ბაღების სააგენტოს მონიტორინგის განყოფილება, მერიის აუდიტის სამსახური, ასევე, საკრებულო და ბაგა-ბაღების ადმინისტრაცია. სწორედ პერმანენტული და საფუძვლიანი კონტროლი გახდა მიზეზი მოქმედ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტის და უკეთესი გენერალური მომწოდებლის შერჩევისა. მადლობა მინდა ვუთხრა სააგენტოსა და დირექტორებს იმისათვის, რომ ამ გარდამავალ ეტაპზე ბაღებში შენარჩუნებულია კვების ის მაღალი სტანდარტი, რომელიც ხარისხის  რაც საერთაშორისო ექსპერტებთან და გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით დავამკვიდრეთ“- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, თბილისის საკრებულოში ფრაქციული მუშაობის ფორმატში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. მათ შორის, მერის მოადგილესთან  ილია ელოშვილთან, ბაღების სააგენტოს დირექტორთან კახა გვანცელაძესთან, თბილისის საბავშვო ბაღების სააგენტოს ადმინისტრაციასა და ბაღების დირექტორებს. მისი თქმით, შეხვედრაზე ბაღების კვებითი მომარაგების საკითხი დეტალურად განიხილეს.

 

კომენტარი