ქუჩები, სადაც 18 და 24 მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ – რა წერია „სისტრას“...

ქუჩები, სადაც 18 და 24 მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ – რა წერია „სისტრას“ კვლევაში

404
გაზიარება

ჭავჭავაძის გამზირი, ო. ხიზანიშვილისა და ი. ვეკუას ქუჩები – ეს ის მიმართულებებია, სადაც 18 და 24 მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ.
„სისტრას“ მიერ შემოთავაზებული სამარშრუტო სქემის მიხედვით, თბილისში  დაახლოებით 10 სატრანსპორტო დერეფანი მოეწყობა, სადაც  18 და 24 მეტრიანი ავტობუსების მოძრაობა იქნება შესაძლებელი. ახალი სამარშრუტო სქემა იმგვარად ჩამოყალიბდება, რომ ავტობუსებმა, მიკროავტობუსებმა და მეტროპოლიტენმა ერთმანეთთან სინქრონიზებულად იმუშაონ.  12,10 და 8 მეტრიანი ავტობუსები სამოძრაო არეალები მგზავრთა ნაკადისა და ქუჩების პარამეტრების მიხედვით შეირჩევა.
„სისტრას“ მიერ დამუშავებული სამარშრუტო სქემა ეტაპობრივად, დედაქალაქში ახალი ავტობუსების შემოსვლის პარალელურად ამოქმედდება.

კომენტარი