თუ დედამიწაზე ყინულის საფარი გალღვება – ქვეყნები და ქალაქები, რომლებიც წყალქვეშ აღმოჩნდებიან

თუ დედამიწაზე ყინულის საფარი გალღვება – ქვეყნები და ქალაქები, რომლებიც წყალქვეშ აღმოჩნდებიან

726
გაზიარება

ყინულის საფარის მოცულობა დედამიწაზე 30 მილიონ კუბურ კილომეტრს აჭარბებს. NACA-ს პროგნოზით, იმ შემთხვევაში, თუ ყინულის საფარი გალღვება, წყლის დონე მსოფლიო ოკეანეში 65.8 მეტრით აიწევს. შეიცვლება კლიმატიც და  საშუალო ტემპერატურა პლანეტაზე 14.4  დან 26.6 გრადუსამდე აიწევს. რადიკალურად შეიცვლება ხმელეთის კონტურებიც.

ევროპა  

ლონდონს და დიდი ბრიტანეთის აღმოსავლეთ ნაწილს წყალი დაფარავს. წყლის ქვეშ აღმოჩდება დანია და ჰოლანდია. მნიშვნელოვან ტერიტორიებს დაკარგავს საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, ბალტიისპირეთის ქვეყნები და რუსეთი. მნიშვნელოვნად გაიზრდება შავი და კასპიის ზღვის ფართობი. კავკასია, ფაქტობრივად, მთლიანად მოწყდება რუსეთის სამხრეთს.

Capture

 აზია

რეგიონს, სადაც 600 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მთლიანად წყალი დაფარავს. წყალქვეშ ამოჩნდება ბანგლადეში და ინდონეზიის დიდი ნაწილი. წყალი დაფარავს ინდოეთის აღმოსავლეთ სანაპიროს მნიშვნელოვან ნაწილსაც.

AZ

ჩრდილოეთ ამერიკა

შეიცვლება ჩრდილოეთ ამერიკის კონტურებიც. ფლორიდას მთლიანად ოკიანე დაფარავს. წყალქვეშ აღმოჩნდებიან ნიუ-იორკი, ფილადელფია და ბოსტონი. მნიშვნელოვან ტერიტორიებს დაკარგავენ მექსიკა და ცენტრალური ამერიკის სხვა ქვეყნებიც. დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი წყნარი ოკეანის სანაპირო ზოლშიც. კალიფორნიის ნაწილი აექიპელაგად გადაიქცევა, მთლიანად წყალი დაფარავს სან-დიეგოს.

cRD

სამხრეთ ამერიკა

მდინარე ამაზონის აუზი ატლანტის ოკეანის ნაწილი გახდება. წყალქვეშ აღმოჩნდება ბუენოს აირესი, ურუგვაის ნაწილი და თითქმის მთელი პარაგვაი.

SA

აფრიკა

სხვა კონტინენტებისაგან განსხვავებით, ყველაზე ნაკლებად აფრიკა დაზარალდება. წყალქვეშ მხოლოდ ჩრდილოეთ აფრიკის ნაწილი აღმოჩნდება, თუმცა კლიმატის ცვლილება და დიდი სიცხეები აფრიკას, ფაქტობრივად, სიცოცხლისათვის გამოუსადეგარს გახდის.

ASFR

ავსტრალია

„მწვანე კონტინენტს“ საკუთარი შიდა ზღვა ექნება, რომელიც ვიწრო სრუტით ოკეანეს დაუკავშირდება. წყალქვეშ აღმოჩნდება სანაპირო ზოლის ის ნაწილი, სადაც დღეს ყოველი მეხუთე ავსტრალიელიდან 4 ცხოვრობს.

AVS

ანტარქტიდა

მას შემდეგ, რაც მრავალკილომეტრიანი ყინულის საფარისაგან გათავისუფლდება, ანტარქტიდა კონტინენტი აღარ იქნება და არქიპელაგად გარდაიქმნება.

AN

 

 

 

კომენტარი