კრწანისის რაიონში ილია პაჭკორიას სახელობის ტურნირი – „კრწანისის თასი 2019“ – დასრულდა

კრწანისის რაიონში ილია პაჭკორიას სახელობის ტურნირი – „კრწანისის თასი 2019“ – დასრულდა

66
გაზიარება

კრწანისის რაიონში, მინი ფეხბურთში, ილია პაჭკორიას სახელობის ტურნირი – „კრწანისის თასი 2019“ დასრულდა.
ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას კრწანისის რაიონის მოსახლეობისგან დაკომპლექტებული გუნდები იღებდნენ, შვიდი დღის განმავლობაში, კრწანისის რაიონში არსებულ სხვადასხვა სპორტულ მოედანზე მიმდინარეობდა.
მესამე ადგილზე გუნდი „ქვემო ფონიჭალა“ გავიდა. ფინალში კი, ერთმანეთს გუნდები – „მვდ“ და „111“ შეხვდნენ.
პირველი საპრიზო ადგილის მფლობელი გუნდი „111“ გახდა. ფინალში და ნახევარფინალში გასულ სამივე გუნდს სპორტული მაღაზიის სასაჩუქრე ვაუჩერები, ჯილდოები და მედლები გადაეცათ.

კომენტარი