ორსართულიანი ტრამვაი – ძველი ეპოქის გადმონაშთი მოქმედებაში

ორსართულიანი ტრამვაი – ძველი ეპოქის გადმონაშთი მოქმედებაში

124
გაზიარება

დღეს  სულ სამი ქალაქია მსოფლიოში, სადაც ორსართულიან ტრამვაის კიდევ შეხვდებით.
ჰონკონგში ტრამვაის ხაზი პირველად 1904 წელს ბრიტანელებმა ააშენეს. იმდროინდენ ჰონკონგში მთავარი სატრანსპორტო საშუალება სწორედ ორსართულიანი ტრამვაი იყო. ამჟამად ორსართულიანი ტრამვაი მხოლოდ ჰონ კონგის ისტორიულ ნაწილში მოძრაობს და  ძირითადად ტურისტებს  ემსახურება. ორსართულიანი ტრამვაის პარკი ჰონკონგში 146  ვაგონისაგან შედგება.

DATT0569

ბლეკპული პატარა ინგლისური ქალაქია, რომელიც ირლანდიის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ამ საკურორტო ქალაქის ღირსშესანიშნაობათა ჩამონათვალში  ორსართულიანი ტრამვაიც შედის. პირველი ტრამვაი აქ 1885 წელს გამოჩნდა.

9a6592be71

ორსართულიან ტრამვაის ალექსანდრიაშიც შეხვდებით. ამ ეგვიპტურ ქალაქში, რომელშიც ვიქტორიანული სტილის არქიტექტურა ჭარბობს, ტრანსპორტის ეს სახეობა უჩვეულოდ გამოიყურება, თუმცა ის იქ საკმაოდ პოპულარულია. ტრამვაის ხაძი ალექსანდრიაში 1886 წელს გაიყვანეს.

DSC_0889Medium_zps9fd6a0a5

კომენტარი