“საზოგადოებრივი ტრანსპორტი არათუ გაორმაგდება, არამედ შესაბამისი ინფრასტრუქტურაც მოეწყობა”

“საზოგადოებრივი ტრანსპორტი არათუ გაორმაგდება, არამედ შესაბამისი ინფრასტრუქტურაც მოეწყობა”

263
გაზიარება

თბილისის მერის მოადგილე, მაია ბითაძე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტექინსპექტირების საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, არსებობს ავტობუსების გარკვეული რაოდენობა, რომელმაც ვერ გაიარა ინსპექტირება.
მისივე თქმით, ამ საკითხის გადასაჭრელად მერია მასშტაბურ რეფორმას ახორციელებს და მომდევნო ორი წლის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკი მთლიანად ჩანაცვლდება.
„ზოგადად, ტექნიკური დათვალიერება საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმაა და კომპლექსური ღონისძიებებისგან შედგება. მუნიციპალიტეტი, თავის მხრივ, ძალიან მასშტაბურ რეფორმას ახორციელებს იმ კუთხით, რომ მთლიანად საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკი ჩანაცვლდეს მომდევნო ორი წლის განმავლობაში. გარდა იმისა, რომ მთლიანად ჩანაცვლდება, მათ შორის, ინსპექტირება გავლილი ავტობუსები, ასევე, გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის უნარი მათი მოცულობის გაზრდით.
​რაც შეეხება გამართულობას – ყვითელი ავტობუსები რომ არანაირ მოთხოვნას აკმაყოფილებს, ამაზე ყველა ვთანხმდებით. გვაქვს ავტობუსების გარკვეული რაოდენობა, რომელმაც ვერ გაიარა ინსპექტირება. პრობლემა მომდევნო ორი წლის განმავლობაში მთლიანად გადაიჭრება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი არათუ გაორმაგდება, არამედ მოწყობილი იქნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც ამ ტრანსპორტის უსაფრთხო და სწრაფ გადაადგილებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
ცნობისათვის, სასტუმრო „იოტაში“ 2018 წლის იანვრიდან ამოქმედებული სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების რეგულაციის შედეგებს არასამთავრობო ორგანიზაციები აფასებენ.
​პრეზენტაციას ესწრებიან ეკონომიკის სამინისტროს, თბილისის მერიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

წყარო: kvira.ge

კომენტარი