30 მაისს ელდარ შენგელაიას ფილმის, „კავკასიური ტრიოს“ პრემიერა შედგება

30 მაისს ელდარ შენგელაიას ფილმის, „კავკასიური ტრიოს“ პრემიერა შედგება

83
გაზიარება

30 მაისს, 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში ელდარ შენგელაიას ფილმის, „კავკასიური ტრიოს“ პრემიერა  შედგება.
ორგანიზატორების ცნობით, 2015 წელის გადაღებული ფილმი საქართველოში პირველად იქნება ნაჩვენები.
ჩვენებას დაესწრებიან –  სცენარის ავტორი რუსტამ იბრაგიმბეკოვი და დამდგმელი რეჟისორი ელდარ შენგელაია.
მხატვრული ფილმის მთავარი გმირები – კავკასიური ტრიო – აზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი მეგობრები – ერთ-ერთი მათგანის შვილს პრობლემების მოგვარებაში ეხმარებიან.
რეჟისორი: ელდარ შენგელაია.
სცენარის ავტორი: რუსტამ იბრაგიმბეკოვი.
ოპერატორი: გორკა გომეს ენდრიუ.
პროდუსერები: რუსტამ იბრაგიმბეკოვი, ზურაბ მაღალაშვილი, გორკა გომეს ენდრიუ.
როლებში: იური სტროიანოვი, გოგა პიპინაშვილი, სერგეი გუზეევი, ფატიმა იბრაგიმბეკოვა, ბაადურ წულაძე.

კომენტარი