სკოლის მოსწავლეებისთვის ბადმინტონის ტურნირი „დიდუბე 2019“ გაიმართა

სკოლის მოსწავლეებისთვის ბადმინტონის ტურნირი „დიდუბე 2019“ გაიმართა

64
გაზიარება

დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, რაიონში არსებული სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის ბადმინტონის ტურნირი „დიდუბე 2019“ გაიმართა.
თამაშები ოლიმპიური სისტემით, ბადმინტონის ტურნირების სტანდარტული წესების თანახმად ჩატარდა, ხოლო მსვლელობა და თამაშის წესები მსაჯების მიერ დამტკიცებული დებულების მიხედვით წარიმართა.
ერთეულთა თანრიგის გამარჯვებული გოგონებში 130-ე სკოლის მოსწავლე ლიზი ზუმბულიძე, ხოლო ბიჭებში – 169-ე საჯარო სკოლის მოსწავლე ნათიკა უზუნალოვი გახდნენ.
გოგონებში წყვილთა კატეგორიაში გამარჯვების მოპოვება 147-ე სკოლის მოსწავლეებმა ანა ფაცურიამ და ანა მაჩაბლიშვილმა მოახერხეს, ხოლო ბიჭებში – 130-ე სკოლის მოსწავლეებმა გიორგი კასრაძემ და ლუკა რეხვიაშვილმა.
გამარჯვებულები დიდუბის რაიონის გამგეობისგან სიგელებით, თასებით, მედლებითა და ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ.

კომენტარი