წყლის ცენტრალური მილის დაზიანების შედეგად, თბილისში ასფალტი ჩავარდა

წყლის ცენტრალური მილის დაზიანების შედეგად, თბილისში ასფალტი ჩავარდა

206
გაზიარება

თბილისში, მგალობლიშვილის ქუჩაზე წყლის ცენტრალური მილი დაზიანდა, რის შედეგადაც ასფალტი ჩავარდა და 3 მანქანა დაზიანდა, ადგილობრივ მოსახლეობას კი სარდაფები დაეტბორა.
კომაპნია GWP-ი დაზარალებულებს ზარალს აუნაზღაურებს.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე კომპანიის გენერალური დირექტორი გამგებელთან ერთად იმყოფება.
„იყო ძლიერი აფეთქების ხმა, გადმოვიხედე და მოდიოდა დიდი რაოდენობის წყალი. ჩემი მანქანა აღარ ჩანდა – მთლიანად დაიტბორა პარკინგი, პარკინგიდან მანქანების გამოყვანა მოასწრეს“, – ამბობს დაზარალებული მამუკა ხუტაშვილი.
”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” გენერალური დირექტორის განცხადებით, დაზიანდა თუჯის მილსადენი.
ირაკლი ბაბუხადია ამბობს, რომ მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება აღუდგა, დანარჩენს კი 24 საათის მანძილზე მიეწოდება სასმელი წყალი.
„მოვუწოდებ მოსახლეობას, ვისაც ზიანი მიადგა – მოგვმართონ განცხადებით და სრულად ავუნაზღაურებთ მიყენებულ ზიანს“, – განაცხადა ბაბუხადიამ.
მგალობლიშვილის ქუჩაზე მაშველები ტერიტორიას წყლისა და შლამისგან წმენდენ.

წყარო: kvira.ge

კომენტარი