ხევსურეთის ქუჩის დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

ხევსურეთის ქუჩის დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

116
გაზიარება

ნაძალადევის რაიონში, ხევსურეთის ქუჩის დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. საგზაო ინფრასტრუქტურა 1 400 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.
ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად გაეცნო.
ხევსურეთის ქუჩაზე გზის შეკეთებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 85 000 ლარი დახარჯა.

კომენტარი