ავტობუსის ზოლსა და ველობილიკზე ავტომობილით მოძრაობისას 50-100 ლარით დაჯარიმდებით

ავტობუსის ზოლსა და ველობილიკზე ავტომობილით მოძრაობისას 50-100 ლარით დაჯარიმდებით

78
გაზიარება

ავტობუსის ზოლზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ან გაჩერების შემთხვევაში, მძღოლი 100 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, ხოლო ველობილიკზე იგივე ქმედება 50 ლარის ოდენობის ჯარიმას გამოიწვევს. თბილისის მერია, კახა კალაძის განცხადებით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება სამართალდარღვევათა კოდექსში უკვე შევიდა.
„ავტობუსის ზოლში და ველობილიკებზე სატრანსპორტო საშუალებების გაჩერებასა და მოძრაობაზე სანქციები გავზარდეთ. როდესაც ქუჩების რეაბილიტაციას ვახორციელებთ, საფეხმავლო და ველობილიკები ეწყობა, ისინი, ძირითადად, საპარკინგე ადგილებად არის გამოყენებული, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ასევე, სპეციალური საავტობუსე ზოლები, რომლებიც მოეწყო იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე სწრაფი და მგზავრებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, დანიშნულების ადგილამდე სწრაფად მივიდნენ. შესაბამისად, ჩვენ გავამკაცრეთ კანონი, რომელიც უკვე ამოქმედდა.“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ, ასევე, დაწყებული გვაქვს პროექტი, რომელიც ე.წ. ჭკვიანი კამერების მონტაჟს ითვალისწინებს. შესაბამისად, გვექნება შესაძლებლობა, რომ ვინც კანონს დაარღვევს, ჯარიმები ავტომატურ რეჟიმში გამოეწეროს. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქალაქი ქალაქს დაემსგავსოს და გამართული ინფრასტრუქტურა იყოს. მინდა, მადლობა გადავუხადო პარლამენტს მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რადგან მათი თანადგომის გარეშე, ამ კანონის მიღება შეუძლებელი იყო“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კომენტარი