ახმეტელის ქუჩაზე საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ახმეტელის ქუჩაზე საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

105
გაზიარება

ვაკის რაიონში საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოები ახმეტელის ქუჩის (ყოფილი ცხვედაძის) N28-დან N58-მდე, N60-იდან – ვაკის პარკის ზედა მოედნამდე ხორციელდება.
ამ დროისთვის გზის საფუძვლის მოწყობასთან ერთად, ერთ-ერთ მონაკვეთზე გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა. გეგმის თანახმად, ქუჩაზე 4104 კვ.მ ფართობის გზა განახლდება. ცხვედაძის N2-ის მიმდებარედ კი, სანიაღვრე ქსელი ეწყობა. ტერიტორიაზე, ასევე, დამცავი კედელი აშენდა.

კომენტარი