დარეჯანის სასახლის მიმდებარედ დაავადებულ და ხმელ ფიჭვებს მოჭრიან

დარეჯანის სასახლის მიმდებარედ დაავადებულ და ხმელ ფიჭვებს მოჭრიან

63
გაზიარება

5-6 ივნისს თბილისში, დარეჯანის სასახლის მიმდებარედ, გამწვანებულ ფერდობზე დაავადებული და ხმელი ფიჭვების სანიტარიული ჭრა იგეგმება. სამუშაოებს დედაქალაქის მერიის შპს „ეკოსერვის ჯგუფი” განახორციელებს.
თბილისის მასშტაბით, სანიტარიული ჭრების გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, ფიჭვებზე გავრცელებულია Tomicus Destruens-ის სახეობის მავნებელი მწერი.
აღნიშნული ტიპის კვლევა დედაქალაქის ტერიტორიაზე გავრცელებული ხე-მცენარეების შესახებ პირველად ჩატარდა. დასკვნის თანახმად, თბილისსა და მის შემოგარენში აუცილებელია მასშტაბური სანიტარიული ჭრების ჩატარება, ასევე, ამის პარალელურად,  სხვა ფიტოსანიტარიული ღონისძიებებიც განხორციელდება.

კომენტარი