ევროპის ყველაზე „მწვანე“ ქალაქები 2019 წელს – რეიტინგი, რომელშიც თბილისი ვერ მოხვდა

ევროპის ყველაზე „მწვანე“ ქალაქები 2019 წელს – რეიტინგი, რომელშიც თბილისი ვერ მოხვდა

394
გაზიარება

ცხოვრების დონე, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი, კერძო ავტომობილების რაოდენობა, ველობილიკების სიგრძე,  საცობებში გატარებული დრო, მწვანე ნარგავების ფართობი, სასმელი წყლის ხარისხი, მავნე  გაზების მოცულობა და  ტრანსპორტით გადატვირთულობის ხარისხი – სწორედ ამ კრიტერიუმებით  იხელმძღვანელა  comparethemarket.com -მა ევროპის ყველაზე „მწვანე“ ქალაქების რეიტინგის შედგენისას.
პირველ ადგილზე ავსტრიის დედაქალაქი ვენა გავიდა, სადაც 280 პარკს და სკვერს ქალაქის ნახევარზე მეტი უჭირავს. მეორე ადგილზე შვეიცარიის დედაქალაქი ბერნია. მესამეზე ჰელსინკი. ფინეთის დედაქალაქში მოსახლეობის 77% საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს, ხოლო ველობილიკების სიგრძე 1200 კილომეტრს აღემატება.

„მწვანე“ ქალაქების ათეული ასე გამოიყურება:

1 ვენა

2 ბერნი

3 ჰელსინკი

4 სტოკჰოლმი

5 კოპენჰაგენი

6 ამსტერდამი

7 ოსლო

8 ლუქსემბურგი

9 ბერლინი

10 ლიუბლიანა

 

 

 

კომენტარი