ყველაზე სახიფათო ცხოველი პლანეტაზე – რას აჩვენებს სტატისტიკა

ყველაზე სახიფათო ცხოველი პლანეტაზე – რას აჩვენებს სტატისტიკა

281
გაზიარება

იმისათვის, რომ დავადგინოთ რომელია ყველაზე სახიფათო ცხოველი პლანეტაზე, ჯერ ცხოველის განმარტება უნდა განისაზღვროს. ცხოველის კატეგორიას მიეკუთვნება ყველა ის არსება, რომლებიც არ არიან ბაქტერიები, ვირუსები და მცენარეები. ყველა სხვა დანარჩენს დეფინიცია ცხოველი სრულად მიესადაგება. თუ ამ განსაზღვრებით და არსებული სტატისტიკით ვიხელმძღვანელებთ აშკარაა, რომ ადამიანისათვის ერთ-ერთ დიდ საფრთხეს მალარიის კოღო წარმოადგენს.

Anopheles_gambiae_mosquito_feeding_1354.p_loresმალარიის კოღოს ნაკბენს ყოველწლიურად 1 მილიონზე მეტი ადამიანი ეწირება და საშიში ცხოველების ჩამონათვალში მას მეორე ადგილი უკავია. მესამე ადგილზე გველია. გველის ნაკბენით ყოველწლიურად, დაახლოებით, 100 ათასი ადამინი იღუპება.

19244253_1446532538723954_1110270002_nრა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ყველაზე საშიშ ცხოველებს შორის პირველ ადგილზე ადამიანია. უფრო ზუსტად ადამიანი საჭესთან. გაეროს მონაცემებით ავტოსაგზაო შემთხვევებში ყოველწლიურად მილიონ  500 ათასი ადამიანი იღუპება.   საინტერესოა, რომ ადამიანი საჭესთან უფრო საშიშია, ვიდრე ადამიანი  საბრძოლო იარაღით. როგორც კველევები აჩვენებს, სამხედრო დაპირისპირებას ყოველწლიურად 160 ათასი ადამიანი ეწირება. გამოდის, რომ ადამიანი საჭესთან 10-ჯერ უფრო საშიშია, ვიდრე ადამიანი თოფით.

კომენტარი