აეროპორტის გზატკეცილზე მოძრაობა ნაწილობრივ აიკრძალება

აეროპორტის გზატკეცილზე მოძრაობა ნაწილობრივ აიკრძალება

117
გაზიარება

შშს-ს ინფორმაციით, თბილისში, ევროპის ქუჩაზე (აეროპორტის გზატკეცილზე) გზის სავალი ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, დღეს 11:00 საათიდან 31 ივლისის ჩათვლით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აიკრძალება.
უწყების ცნობით, პირველ ეტაპზე სამუშაოები დაიწყება საავტომობილო გზის  ერთ მიმართულებაზე – ქალაქის ცენტრიდან აეროპორტის მიმართულებით, რა დროსაც მეორე ზოლი გახდება ორმხრივი.
აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოძრაობა აიკრძალება გზის მეორე ზოლზე – აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით, რა დროსაც მოძრაობა გადაერთვება უკვე რეაბილიტირებულ გზაზე ორმხრივად.

კომენტარი