ვაკის რაიონში სადარბაზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს

ვაკის რაიონში სადარბაზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს

184
გაზიარება

ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის განვითარების პროგრამით, სადარბაზოების შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად ხორციელდება. კედლების და ჭერის განახლება ნუცუბიძის II მიკრორაიონის III კვარტლის მე-16 კორპუსში და ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის მე-11 კორპუსში უკვე დასრულდა, ჭავჭავაძის N27-ში, ფალიაშვილის N27/29-ში, ნუცუბიძის N77 ა-ში კი რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტების ფარგლებში, სადარბაზოს კედლების და ჭერის რემონტის გარდა, იცვლება ფანჯრები. გარდა ამისა, ტაბიძის N41-ში ლიფტის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო ქონების რეაბილიტაციის პროექტები ამხანაგობის მომართვიანობის საფუძველზე ხორციელდება

კომენტარი