ნავთლუღში ექვსი კიბის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ნავთლუღში ექვსი კიბის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

118
გაზიარება

ისნის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული მიმართულებით სამუშაოების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. გამგეობა მოსახლეობის თხოვნისა და საჭიროებების ითვალისწინებს და სამუშაოებს სწორედ ამ პრიორიტეტით ახორციელებს.
ნავთლუღში სრული რეაბილიტაცია უტარდება ძველ, მწყობრიდან გამოსულ კიბეებს, რომლებიც წლების განმავლობაში ადგილობრივ მცხოვრებლებს გადაადგილების პრობლემას უქმნიდა. გამგეობამ მოსახლეობის სურვილი დააკმაყოფილა, რის შედეგადაც თანამედროვე ტიპის რკინა-ბეტონის კიბეების მოწყობა შემდეგ მისამართებზე მიმდინარეობს:

ბესიკ გეთიას ქუჩა N4-ა

ბესიკ გეთიას ქუჩა N8

ბესიკ გეთიას ქუჩა N14

ჯანელიძის ქუჩა N1- ის გასასვლელი

ბერი გაბრიელ სალოსის N53-კორპუსის მე-4 და მე – 6 სადარბაზოების მოპირდაპირედ.

მიმდინარე სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე ადგილზე გაეცნენ. გამგებელი და დეპუტატი კონტრაქტორ კომპანიას შეხვდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას პროექტების დეტალებზე გაესაუბრნენ.
ექვსივე კიბის მოწყობის სამუშაოები, რომელიც ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 37 950 ლარით დაფინანსდა, ერთი კვირის ვადაში დასრულდება.
პროექტების განხორციელების შედეგად, აღნიშნულ მისამართებზე, საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელები მოწესრიგდება და თანამედროვე იერსახეს მიიღებს. მოსახლეობისთვის გადაადგილება ბევრად კომფორტული, მოსახერხებელი და უსაფრთხო გახდება. ლოკაციებზე, სადაც გარე განათების სისტემა არ არსებობდა, ახალი LED განათების ტიპის ლამპიონები დამონტაჟდება.

კომენტარი