წიგნები, რომლებმაც ათასწლეულებს გაუძლეს – 5 ყველაზე ძველი წიგნი მსოფლიოში

წიგნები, რომლებმაც ათასწლეულებს გაუძლეს – 5 ყველაზე ძველი წიგნი მსოფლიოში

244
გაზიარება

წიგნი – ეს ცოდნის წყაროა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია წარსულში ვიმოგზაუროთ. გთავაზობთ იმ 5 ყველაზე ძველი წიგნების ჩამონათვალს და მოკლე აღწერას, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლეს და დღემდე მოაღწიეს.

1 გილგამეშის ეპოსი

800px-Library_of_Ashurbanipal_The_Flood_Tablet

გილგამეშის ეპოსი ერთ – ერთი ლიტერატურული ნაწარმოებია, რომელიც თითქმის 4 ათასი წლისაა და ჩვენამდე მოაღწია. თიხის ფირფიტებზე ჩაწერილი ნაწარმოების სიუჟეტი მოგვითხრობს ნახევარღმერთზე, გილგამეშზე, რომელიც დიდი სისასტიკით გამოირჩეოდა და რომლის დასასჯელადაც ღმერთებმა შექმნეს ენკიდი, ველური ადამიანი. ეპოსი თიხის 12 ფირფიტაზეა ჩაწერილი და ისინი ბრიტანეტის მუზეუმში ინახება.

მკვდართა წიგნი

книга мертвых_8

ძველი პაპირუსების კრებული, რომლებზეც ძველეგვიპტური ლოცვები და რიტულალებია აღწერილი. მათი საშუალებით გარდაცვლილთა სულებს საიქიოში ცხოვრება უნდა გაადვილებოდათ.

სინაის კოდექსი

1-90

ეს ყველაზე ძველი წიგნია, რომელიც ჩვენთვის ჩვეულ ფორმატშია შესრულებული და მე – 5 საუკუნის დასაწყისში შეიქმნა. წიგნს 150 წლის წინ სინაის ნახევარკუნძულზე მიაკვლიეს. ძველბერძნულ ენაზე შესრულებულ ნაწარმოებში ძველი და ახალი აღთქმის სრული ვერსიაა მოთხრობილი.

ალმასის სუტრა

800px-Jingangjing

პრაჯნიაპარამიტას ციკლის სუტრა, ბუდისტური მაჰაიანას საფუძველი, რომელიც მე -3 საუკუნეში შეიქმნა. არსებობს მისი ექვსი ჩინური თარგმანი. კუმარაჯივას (ბუდისტი ბერი IV-V სს.) თარგმანი არის მსოფლიოში მეორე ნაბეჭდი წიგნი და დათრიღებულია 868 წლით.

ოსტრომიროვოს სახარება

Ostromirovo

კიევის რუსეთის ძველი ხელნაწერი. წიგნი ძველ სლავურ ენაზეა დაწერილი და  მე -11 საუკუნით თარიღდება. მისი ნავა სანკტ-პეტრბურგის ეროვნულ ბიბლიოთეკაშია შესაძლებელი.

კომენტარი