თბილისი – ქალაქი, სადაც სუნთქვა ჭირს და გამწვანების კოეფიციენტი დაუდგენელია

თბილისი – ქალაქი, სადაც სუნთქვა ჭირს და გამწვანების კოეფიციენტი დაუდგენელია

317
გაზიარება

საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, თბილისში გამწვანების კოეფიციენტი, ანუ რა თანაფარდობაა მწვანე სივრცესა და მოსახლეობის რაოდენობას შორის განსაზღვრული არ არის.
გამწვანების ყველაზე მაღალი კოეფიციენტი თბილისში 1983 წელს დაფიქსირდა და 13 კვ.მ. შეადგინა. აღსანიშნავია, რომ თბილისში მწვანე საფარის ინვენტარიზაცია 1988 წლის შემდეგ არ ჩატარებულა. თუმცა, მერიის ინფორმაციით, 2001 წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 5.6 კვ.მ. იყო. თბილისისაგან განსხვავებით, ევროპის ქალაქებში გამწვანების კოეფიციენტი დადგენილია (იხ. ფოტო)

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის(WHO) რეკომენდაციით, ერთ სულ მოსახლეზე გამწვანებული ტერიტორიის რაოდენობა მინიმუმ 9 მ2 უნდა იყოს და იქამდე ფეხით  მისვლა 15 წუთში უნდა იყოს შესაძლებელი.
გამწვანების კოეფიციენტის დაბალი მაჩვენებელი, ავტოტრანსპორტის სიჭარბე და სამშენებლო მტვერი – სპეციალისტების განმარტებით, სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს იმას, რომ თბილისში,  ჯანმრთელობისათვის საშიში აირების კონცენტრაცია დასაშვებ ნორმებს რამდენჯერმე აღემატება.
სახალო დამცველის ანგარიში თანახმად, თბილისში ატმოსფერული ჰაერის მნიშვნელოვანი დამაბინძურებლებია: გოგირდის დიოქსიდი (SO2), აზოტის დიოქსიდი (NO2), აზოტის ოქსიდები (NOx  ნახშირბადის მონოქსიდი (CO), მიწისპირა ოზონი (O3) და მტვრის მცირე ზომის მყარი ნაწილაკები (PM10, PM2.5).
“თითოეული ხსენებული დამაბინძურებელი მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული სიკვდილიანობისა და ავადობის მაჩვენებელთან, თუმცა მყარი ნაწილაკები გაცილებით მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ვიდრე სხვა ნებისმიერი ნივთიერება” – ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.
სპეციალისტების შეფასებით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანი ნაბიჟი გადაიდგა, როცა ძალაში შევიდა კანონი, რომელიც თბილისში სამშენებლო მასალების, მეორადი საბურავების, ჰაერში ამტვერებადი მასალების, ფეთქებადი და საშიში ნივთიერებების რეალიზების და განთავსების წესების გამკაცრებას ითვალისწინებს, თუმცა მათი თქმით ეს საკმარისი არ არის. ეკოლოგების მოსაზრებით, საჭიროა თბილისში უფრო მეტი რეკრეაციული ზონა მოეწყოს და არსებული შენარჩუნდეს.
რატომ არის ქუჩების გამწვანება აუცილებელი ამ სურათიდანაც კარგად ჩანს (იხ. ფოტო)

Greenpeace International-ს ფოტო.როგორც ცნობილია, ახლო მომავალში, თბილისს ორი ახალი, საკმაოდი დიდი ფართობის რეკრეაციული ზონა შეემატება. საუბარია ზღვის უბნის ტერიტორიზე, სადაც რეკრეაციული ზონა 10 ჰექტარზე მოეწყობა და დიღმის ჭალებზე, სადაც საქალაქო პარკის პროექტზე უკვე მუშაობს ერთ-ერთი კომპანია.

კომენტარი