თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

83
გაზიარება

დღეს  თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, საბურთალოს რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ბუდაპეშტის, კანდელაკის, ფანჯიკიძის, ზემო ვეძისის, მერი დავითაშვილის, ვაზისუბნის, ზოვრეთის, ლვოვის, ლუქსემბურგის, ოდესის, ონიაშვილის, ტაშკენტის, ყუშიტაშვილის, გამყრელიძის, ვოლოდარსკის, ლევანდოვსკის, ცხინვალის, აბაშიძის, ანდრონიკაშვილის, არდაზიანის, მგლობლიშვილის, ჩერქეზიშვილის, ოდიშელიძის, იოსებ ბაქრაძის, ისაკაძის, მირზა გელოვანის, ნუცუბიძის (ნაწილობრივ), ქართველიშვილის, ამბროლაურისა და ვაკელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ონიაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებელებს.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო ჩხეიძის, სულაშვილის, ზოიძის, თვალჭრელიძის, შალვა მჭედლიშვილის, გამცემლიძის, კუმისის, ხეთაგუროვის, ახვლედიანის, ბარათაშვილის, ელენე ახვლედიანის, წინამღვრიშვილის, ჯავახიშვილის, ტოლსტოის, ნეკრასოვისა და პლატონის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, აგლაძის, ბაქრაძისა და სამტრედიის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, მუხიანის აგარაკების, გლდანის მასივის III, III-ა, IV, V, VI, VII, VIII მიკრორაიონების, მუხიანის IV-ბ მიკრორაიონის, ხევისპირის, წყაროთუბნის, დავით ჯაბიძის, მწვანე, იაკობის, ხიზანიშვილის, პატარა ტბის, ხერგიანისა და ქერჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოჯრის ახალი გზატკეცილის და ასათიანის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 0:30 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აწყურის, კასპისა და წინანდლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარი