თბილისში ჰაერის ხარისხი კიდევ უფრო გაუარესდა

თბილისში ჰაერის ხარისხი კიდევ უფრო გაუარესდა

2692
გაზიარება

თბილისში ჰაერის ხარისხის მწვავე მდგომარეობა, 2018 წელთან შედარებით (იანვარ-მარტი) 2019 წელს გაუარესებულია – ამის შესახებ ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” მიერ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული.
კვლევის შედეგების პრეზენტაციას, ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” და “სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის” პროექტი (East-West Management Institute, ACCESS) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, 11 ივნისს 11:00 სთ-ზე ექსპო-ჯორჯიას მე-10 პავილიონში გამართავენ.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის air.gov.ge-ის მიერ წერეთლის გამზირზე დაფიქსირებული ისეთი წამყვანი დამაბინძურებლების მონაცემების ანალიზი როგორიცაა აზოტის დიოქსიდი – NO2, მიკრონაწილაკები PM2.5 და PM10, რომელიც განსაკუთრებით საშიშია ადამიანების ჯანმრთელობისთვის და იწვევს რიგ დაავადებებს.
„პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება მონაცემები წერეთლის გამზირზე დღის სხვადასხვა მონაკვეთში მოჭარბებული დამაბინძურებლების და ავტოტრანსპორტის ნაკადების რაოდენობაზე, რაც ადასტურებს კავშირს ტრანსპორტის ემისიებსა და ჰაერის დაბინძურებას შორის.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ავტოპარკის 90% მოძველებულია. 2020 წელს ავტოტრანსპორტისთვის სავალდებულო ხდება კატალიზური გარდამქმნელები, მაგრამ “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” მიერ მაისში წარდგენილი კვლევის თანახმად, აღნიშნული რეფორმა საფრთხის წინაშე დგას. ღონისძიებაზე გარემოსა და ჯანდაცვის სპეციალისტები ისაუბრებენ აღიშნული მონაცემების უარყოფით გავლენაზე გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე” – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარი