ჩუღურეთის რაიონში დასუფთავების აქცია გაიმართა

ჩუღურეთის რაიონში დასუფთავების აქცია გაიმართა

66
გაზიარება

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ხუდადოვის ტყეში დასუფთავების აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დაასუფთავეს, წლების განმავლობაში დაგროვილი სამშენებლო და სხვა სახის ნარჩენის გატანა კი სპეციალური ტექნიკის საშუალებით განხორციელდა. ტყის მასივში ჩუღურეთის გამგეობის მიერ ასევე, სანიტარიული ჭრა განხორციელდა.
ღონისძიებაში ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტები და გამგეობის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
“სტუდენტებთან ერთად, დედაქალაქისთვის ერთ-ერთი უდიდესი მნიშვნელობის ტყე-პარკი დავასუფთავეთ. გვინდა, რომ მსგავსმა აქციებმა პერმანენტული სახე მიიღოს, უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს და გარემოს დაცვაზე ერთად ვიზრუნოთ“, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
აქციაში მონაწილეობა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმაც მიიღეს. ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა.

კომენტარი