გლდანის რაიონში ნერგების ფესტივალი ჩატარდა

გლდანის რაიონში ნერგების ფესტივალი ჩატარდა

113
გაზიარება

გლდანის რაიონში, პატარა ტბის მიმდებარედ, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ინიციატივით, ჩინეთის სავაჭრო პალატისა და 4U მულტიმედია ჯგუფის ორგანიზებით, ნერგების ფესტივალი გაიმართა.
ღონისძიება თბილისის მერიის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.
გამწვანების აქციაში მონაწილეობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომლებმა, საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა გულია გოცირიძემ და საზოგადოებრივი კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის” თანამშრომლებმა, სტუდენტებმა და საქართველოში მცხოვრებმა ჩინელმა სტუდენტებმა მიიღეს.
ნერგების ფესტივალი საქართველოში უკვე სამი წელია ტარდება.

კომენტარი