როგორი იქნება კახეთის გზატკეცილი რეაბილიტაცის შემდეგ (ფოტოკოლაჟი)

როგორი იქნება კახეთის გზატკეცილი რეაბილიტაცის შემდეგ (ფოტოკოლაჟი)

190
გაზიარება

კახეთის გზატკეცილზე და ბუშის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და გეგმა-გრაფიკით მიმდინარეობს.
მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით,ამ ეტაპისთვის, რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდა 500-ზე მეტი მწვანე-ნარგავის გადარგვა, გამყოფი ზოლებიდან და კახეთის შემოსასვლელიდან ისთ ფოინთის სავაჭრო ცენტრამდე; მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები სარწყავი სისტემისა და განათების მოსაწყობად.
„რეაბილიტაციის ფარგლებში,  ბუშის ქუჩის პირველი 250-მეტრიანი თარგი მოეწყობა ტერასულად. შეიქმნება მრგვალი კლუმბების კომპოზიციები. მეორე თარგი დახრილი გამწვანებული სიბრტყისგან შედგება და გამოიყენება  პირველი თარგის ანალოგიური გაბიონები.  ორივე თარგში, დაახლოებით 10 000 კვ. მ-ზე, მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახეობის მცენარეები (3500 ძირი ბალახოვანი მცენარე,  15 ხე და 61 ბუჩქი).
კახეთის გზატკეცილზე 62 000 კვ. მ ფართობზე (მე-4 თარგი) დაითესება ბალახი, მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაირგვება 997 ხე, 321 ბუჩქი და 34 500 ბუჩქი ცოცხალი ღობისთვის.
სულ სამივე თარგში,  72 000 კვ.მ ფართობზე დაითესება ბალახი, დაირგვება 1012 ხე, 34 882 ბუჩქი და 3 500 ძირი ბალახოვანი მცენარე“ – მითითებულია გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ კომპანიას რომელიც აღნიშნული სამუშაოების თავდაპირველად ასრულებდა გეგმა-გრაფიკის დარღვევის გამო ხელშეკრულება შეუწყდა. ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოებეს კომპანია „გრინსერვის +“ ასრულებს. სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში 21 მაისს დაიწყო და დასრულების ვადად 190 კალენდარული დღე განისაზღვრა.

კომენტარი