საბურთალოს რაიონში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

94
გაზიარება

საბურთალოს რაიონის გამგეობა, დოლიძის და ჩიქოვანის ქუჩების დამაკავშირებელი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.
გზის დაზიანებული საფარი ბაზალტის ახალი ქვაფენილით ჩანაცვლდება.
ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობისთვის რთულ სავალ ნაწილზე გადაადგილება ბევრად უფრო კომფორტული გახდება.
საგზაო სამუშაოებს, რომელიც დაფინანსებულია 38 500 ლარით, კომპანია “ცეკური” ახორციელებს.

კომენტარი