ფონიჭალაში სანიაღვრე ქსელის მოწყობა გრძელდება

ფონიჭალაში სანიაღვრე ქსელის მოწყობა გრძელდება

139
გაზიარება

ფონიჭალაში ორ მისამართზე ახალი სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები გრძელდება.
ღოღობერიძის ქუჩაზე სანიაღვრე კოლექტორის მოწყობის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა. ახალი კოლექტორი მიმდებარე კორპუსის მოსახლეობას წვიმის შედეგად ჩამოსული წყლისგან დაიცავს.
ასევე, რკინიგზის ხაზის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, რადგან აქამდე წყლის ნაკადი პირდაპირ ლიანდაგზე გადაედინებოდა. სწორედ ამ კოლექტორზე მოხდება ზემო ფონიჭალის სანიაღვრე ქსელების ნაწილის დაერთება, შესაბამისად, ის მთავარი კოლექტორის ფუნქციას შეასრულებს და მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში არსებულ პრობლემას მოუხსნის. კოლექტორის დიამეტრი 1200 მმ-ია, ხოლო სიგრძე – 250 მეტრი.
სამუშაოები გრძელდება ზემო ფონიჭალაში, ლომინაძის ქუჩაზეც, სადაც, ასევე, სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ახალი ქსელი აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებელ 40-მდე ოჯახს წყალთან დაკავშირებულ პრობლემას მოუხსნის.
„ამ დრომდე, ზემო ფონიჭალაში სანიაღვრე სისტემა საერთოდ არ არსებობდა. მოსახლეობის თხოვნის და საჭიროების გათვალისწინებით, დავიწყეთ პროექტის განხორციელება, რომელიც გულისხმობს სანიაღვრე ქსელების მოწყობას სხვადასხვა მისამართზე. სამომავლოდ ადგილობრივებს ის პრობლემა მოუგვარდებათ, რომელიც წლების განმავლობაში აწუხებდათ“, – განაცხადა კრწანისის რაიონის გამგებელმა ლევან ჯაფარიძემ.

კომენტარი