2 მილიონზე მეტი ვიზიტორი წელიწადში – რა პერსპექტივა აქვს რადიოქალაქს მუხიანში?

2 მილიონზე მეტი ვიზიტორი წელიწადში – რა პერსპექტივა აქვს რადიოქალაქს მუხიანში?

353
გაზიარება

მუხიანში 102 000 კვადრატული მეტრის ფართობზე მრავალფუნქციური კომპლექსის – რადიოქალაქი აშენება იგეგმება. ახალი კომპლექსი მუხიანის  ძველი რადიოქარხნის ტერიტორიაზე მოეწყობა, რომელიც, დაახლოებით, 10 ჰექტარ ფართობს მოიცავს.

პროექტი-“რადიოქალაქი”-–-მრავალფუნქციური-კომპლექსი-მუხიანშითბილისის მერის შეფასებით, ეს იქნება მიზიდულობის ახალი ცენტრი ქალაქში, რომელსაც თავისი მასშტაბებით ანალოგი არ ექნება თბილისში.  პროექტის სავარაუდო, საინვესტიციო ღირებულებად 50 მილიონი ლარი სახელდება.

1545393212-002ჯერჯერობით პროექტის პოტენციური ინვესტორი არ ჩანს, თუმცა ცნობილია ვიზიტორთა სავარაუდო რაოდენობა, რომლებიც წლის განმავლობაში რადიოქალაქის ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.

64289704_2344151969203915_8734567126066528256_nროგორც  „Colliers  international”-ის კვლევაშია მითითებული, წელიწადში რადიოქალაქი დაახლოებით 2 მლნ სტუმარს მიიღებს, რაც დღეში 5 ათას ადამიანს აღემატება. უფრო ნათელი სურათის მისაღებად და შესადარებლად „Colliers  international“-ს „ისთ ფოინის“, „თბილისი მოლის“ და  ბავშვთა გასართობი ცენტრის „ფოკუს მოკუსის“  მაგალითები მოჰყავს. როგორც ირკვევა, „ფოკუს მოკუსს“ დღეში დაახლოებით 3 ათასი ადამიანი სტუმრობს. „ისთ ფოინთსა“ და „თბილისი მოლს“, საშუალოდ 18-20 ათასი მომხმარებელი.

64533901_372092297033243_5569990451634634752_n

რაც შეეხება ფინანსურ სარგებელს. „Colliers  international”-ის ვერსიით, პროექტის წლიური უკუგება 14 %-ს, ხოლო კაპიტალის წლიური უკუგება 16 %-ს მიაღწევს. „Colliers  international”-ის გათვლებით, სტაბილიზირებული წლიური საოპერაციო მოგება გაქირავებიდან 2.3 მილიონ დოლარს გადააჭარბებს.

კომენტარი