ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტალში ახალი სკვერი მოწყო

ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტალში ახალი სკვერი მოწყო

128
გაზიარება

ვაზისუბნის IV მიკრორაიონის, II კვარტლის N5 და N7 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი სკვერი მოეწყო.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში:
დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის;

დაიდგა საბაღე სკამები და სანაგვე ურნები;

მოეწყო ფანჩატური;

საფეხმავლო ბილიკებზე დაიგო დეკორატიული ფილები;

დამონტაჟდა გარე განათების ლამპიონები;

მოწესრიგდა მწვანე სივრცე;

აღნიშნული სამუშაოები, ისნის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 74 374 ლარით დააფინანსა. განხორციელებულ პროექტს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატები ირაკლი აბუსერიძე და ლევან დავითაშვილი გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

კომენტარი