მერიის ახალი შეთავაზება – იაფი და ხელმისაწვდომი კრედიტები ტაქსისტებისთვის

მერიის ახალი შეთავაზება – იაფი და ხელმისაწვდომი კრედიტები ტაქსისტებისთვის

214
გაზიარება

თბილისელი ტაქსის მძღოლებისათვის იაფი  და შეღავათიანი კრედიტი ხელმისაწვდომი ხდება. როგორც ცნობილია, იმის გამო, რომ ტაქსისტებს ოფიციალური შემოსავალი არ უფიქსირდებათ, ახალი საბანკო  რეგულაციები მათ საბანკო კრედიტის აღების საშუალებას არ აძლევს.
როგორც დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა, მერიას ჰქონდა კომუნიკაცია საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან და მათგან მიიღო დაპირება, რომ დამუშავდება ისეთი სქემა, რომელიც ტაქსის მძღოლებს საბანკო კრედიტის აღების საშუალებას მისცემს.
თბილისის მერის თქმით, ეს პრობლემა, ტაქსის მძღოლების საინიციატივი ჯგუფთან გამართულ შეხვედრაზე წამოიჭრა და მერია მზადაა ამ საკითხზე აქტიურად იმუშაოს.

კომენტარი