პარკირება თბილისში – A ზონა საათში ერთი ლარი, B ზონა –...

პარკირება თბილისში – A ზონა საათში ერთი ლარი, B ზონა – 2 ლარი, C ზონა – 3 ლარი

189
გაზიარება

მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან, კოტე აფხაზის და მის მიმდებარე ქუჩებზე  საათობრივი პარკირების საპილოტე პროგრამა ამოქმედდება.
როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა განაცხადა, ვინც, კოტე აფხაზის ქუჩაზე, ან მიმდებარე ქუჩებზე ცხოვრობს და ჰყავს ავტომობილი, მათთვის პარკირება  უფასო იქნება.
უფასო იქნება პარკირება ელექტრომობილების მფლობელთათვისაც. მსგავსი შეღავათებით ისარგებლებენ შშმ პირებიც. უფასო პრკირების უფლება ექნებათ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებსაც.
რაც შეეხება ყველა სხვა დანარჩენს. როგორც ირკვევა პარკირების ზონები A,B,C კატეგორიებად დაიყოფა და თვითოეულს თავისი ფასი ექნება.
„პირველ აგვისტომდე ფასიან პარკირების ზონებზე შესაბამისი მონიშვნები დაიხაზება, განთავსდება საგზაო ნიშნებიც. ფასიანი პარკირება A,B,C კატეგორიებად იქნება დაყოფილი. საფასური A ზონაში 1 საათი – 1 ლარი; B ზონაში – 2ლარი; C ზონაში – 3ლარი“,- განაცხადა კალაძემ

კომენტარი