გორგასლის ქუჩის სავალ ნაწილს მიწის ქვეშ ჩაიტანენ – მერიამ ტენდერი...

გორგასლის ქუჩის სავალ ნაწილს მიწის ქვეშ ჩაიტანენ – მერიამ ტენდერი გამოცხადა

642
გაზიარება

გორგასლის ქუჩის და მისი მიმდებარე ქუჩების განვითარება-რეკონსტრუქცია მიმდინარე წლის თებერვალში დაანონსდა. მაშინ ითქვა, რომ აბანოთუბნიდან პეტრე ბაგრატიონის ძეგლამდე, გორგასლის ქუჩის სავალი ნაწილი მიწის ქვეშ ჩავიდოდა, ხოლო ზემოდან რეკრეაციული სივრცე მოეწყობოდა.
პროექტს მაშინ ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, თუმცა როგორც ჩანს გადაწყვეტილება მიღებულია და მერიამ  გორგასალის ქუჩისა და მტკვრის სანაპიროს განვითარების კონცეფციის მომზადების მიზნით, ტენდერი გამოცხადდა.

62555184_816664128716676_7304137528083218432_n

„პროექტის მიზანია გორგასალის ქუჩის ორივე მიმართულების გზის სავალი ნაწილის ადგილზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა, სავალი ნაწილის მიწის ქვეშა გვირაბში მოთავსების ან რაიმე სხვა გადაწყვეტით; საპროექტო ტერიტორიაზე სარეკრეაციო სივრცის ფუნქციონირებისთვის მიზანშეწონილი, ასევე გარემოსთან შესაბამისი მასშტაბის საბაღე -საპარკო არქიტექტურის, მცირე ობიექტების ადგილმდებარეობისა და მოცულობის განსაზღვრა.
საპროექტო ტერიტორიაზე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დაკავშირება საფეხმავლო ხიდით ან სხვა საშუალებით. სანაპიროს საფეხმავლო ბულვარად თუ სარეკრეაციო სივრცედ გარდაქმნის შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ახალი განაშენიანების გაჩენა სანაპირო ზოლზე, რომელიც ჩაკეტავს ხედებს ხარფუხის ფერდიდან მეტეხის წარბისკენ. ხედები მტკვრის და კლდის მხარეს სარეკრეაციო სივრციდან უნდა იყოს მთლიანად გახსნილი განივი მიმართულებით, რათა დამსვენებელს საშუალება მიეცეს თავი ბუნებრივ გარემოში იგძნოს,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

შეგახსენებთ, რომ საპროექტო ტერიტორია დაახლოებით 9 ჰექტარს მოიცავს.სატენდერო პირობების მიხედვით, წინადადებების მიღება 7 აგვისტოს დაიწყება და 12 აგვისტოს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება  5 000 ლარია.

კომენტარი