თუ სკოლის დამთავრება გინდა, 10 ხე უნდა დარგო – ახალი კანონი, რომელიც...

თუ სკოლის დამთავრება გინდა, 10 ხე უნდა დარგო – ახალი კანონი, რომელიც ჩვენც არ გვაწყენდა

275
გაზიარება

მწვანე სივრცეების გადასარჩენად, მსოფლიოს სხავდასხვა ქვეყანამ არაერთ საინტერესო გზას მიმართა, თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის. ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად, მწვანე სივრცეები არათუ უნდა გადავარჩინოთ და არ გავანადგუროთ, არამედ მაქსიმალურად გავამრავლოთ.
ამ უმნიშვნელოვანესი საქმის გასაკეთებლად მშვენიერი მეთოდი მოძებნა ფილიპინებმა. ცოტა ხნის წინ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: თუ მოსწავლეს სასწავლო დაწესებულების დამთავრება უნდა, მან 10 ხე უნდა დარგოს. ეს მოთხოვნა შეეხება როგორც სკოლის, ასევე კოლეჯის მოსწავლეებს.
მათივე გამოთვლებით, თუ დარგული ხეების 10 პროცენტი მაინც გადარჩება, სასწავლო დაწესებულებების აღსაზრდელთა მხოლოდ ერთი თაობა ქვეყანას 525 მილიონ ხეს აჩუქებს.

კომენტარი