კახა კალაძე 13 ივნისის ტრაგედიაზე: ჭრილობებს, რომელიც გვაქვს, ვერაფერი მოაშუშებს

კახა კალაძე 13 ივნისის ტრაგედიაზე: ჭრილობებს, რომელიც გვაქვს, ვერაფერი მოაშუშებს

58
გაზიარება

„ყველას გვახსოვს, როგორი იყო, როდესაც 2015 წლის 13 ივნისი თენდებოდა. დავკარგეთ ადამიანები და ჭრილობებს, რომელიც გვაქვს, ვერაფერი მოაშუშებს“, – ეს განცხადება თბილისის მერმა დღეს, 13 ივნისს დაღუპულთა მემორიალთან გააკეთა.
მისი თქმით, სტიქიის შედეგად დაზარალებულმა ყველა ოჯახმა შესაბამისი კომპენსაცია მიიღო  და შესრულდა  ყველა ის რეკომენდაციაც, რომელიც უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ითვალისწინებს.
„საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან იყო რეკომენდაციები, თუ რა უნდა გაკეთებულიყო. ეს იყო შეტყობინების სისტემა, რომელიც დამონტაჟდა, ეს იყო ცხაურები, რომელიც კონკრეტულ ლოკაციებზე ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გააკეთა, ანუ ყველაფერი ის, რაზეც რეკომენდაცია იყო გაწეული, ყველაფერი გაკეთებულია,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარი