მერიის კლასიფიკაცია: უსაფრთხო და საფრთხის შემცველი მშენებლობები ვერეს ხეობაში

მერიის კლასიფიკაცია: უსაფრთხო და საფრთხის შემცველი მშენებლობები ვერეს ხეობაში

303
გაზიარება

თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით, 5-სართულიანი შენობა, რომელიც სვანეთის ქუჩაზე აშენდა, პრობლემურია.

62382126_1604171476380551_1668650860999081984_n

„სამწუხაროდ, ეს არის 2013 წელს გაცემული ნებართვა. როდესაც ჩვენ მოვედით მთავრობაში, უკვე აშენებული იყო ეს შენობა-ნაგებობა. ის პრობლემურია, ვინაიდან გვირაბის თავზეა აშენებული“, – აცხადებს კალაძე.
რაც შეეხება  კომპანია „რედკოს“ მშენებარე საცხოვრებელ კორპუსს  ვერეს ხეობაში, რომელსაც  არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი პრობლემურად მიიჩნევს- თბილისის მერის შეფასებით, ამ შემთხვევაში პრობლემა არ იკვეთება.
„რედკოს კორპუსის ირგვლივ არანაირი პრობლემა არ არსებობს. ეს დამტკიცებული პროექტი იყო და ჩვენ მშენებლობის ნებართვა გავეცით. ჩვენ გვაქვს გარემოს დაცვის სამინისტროდან ოფიციალური წერილი, რომ ეს ნიშნული არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს“,-აცხადებს კალაძე.
თბილისის მერის განმარტებით, უსაფრთხო ადგილებთან ერთად ვერეს ხეობაში ნამდვილად არის მონაკვეთები, რომლებიც საფრთხის შემცველია და იქ მშენებლობა არ შეიძლება.
„ჩვენ იქ სამშენებლო ნებართვებს არ და ვერ გავცემთ,”- აცხადებს კალაძე.
თბილისის მერის განმარტებით, იმ ნაგებობებთან მიმართებაში, რომლებიც  რისკის შემცველ ტერიტორიებზე აშენებული, ზემოქმედების რაიმე ქმედითი ბერკეტი მერიას არ გააჩნია.
კალაძის განცხადებით, ერთადერთი რაც ამ შემთხვევაში შეიძლება გაკეთდეს, გამოსახლება და ამ შენობების დანგრევაა.
„ყველა დავანგრიოთ, გვაქვს კი ამის რესურსი?!“ – აცხადებს კალაძე.

კომენტარი