სტიქიიდან ოთხი წელი გავიდა – რა მოხდა თბილისში 13 ივნისის ღამეს

სტიქიიდან ოთხი წელი გავიდა – რა მოხდა თბილისში 13 ივნისის ღამეს

362
გაზიარება

ზუსტად ერთი წლის წინათ, 13 ივნისის ღამით ძლიერი წვიმების შედეგად, თბილისში მდინარე ვერე ადიდდა და წყალდიდობამ 20-მდე ადამიანი იმსხვერპლა. ათობით ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი, ცხოველების დიდი ნაწილი დაიღუპა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა. მს1437068899_11ოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, გმირთა მოედანზე მოსეირნე ბეჰემოთი ბეგლარი.
სტიქიური უბედურება 13 ივნისს გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა. ძლიერი წვიმის შედეგად კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე მტკვარიც, მარჯვენა სანაპიროზე ჩარჩენილი ხალხის ევაკუაცია ექსტრემალურ პირობებში განხორციელდა. სამაშველო სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ, სტიქიური უბედურების ცხელ წერტილებში იმყოფებოდნენ მაშინდელი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, რომლებიც სტიქიასთან ბრძოლაში მონაწილეობდნენ. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც, რომელიც ადგილზე გაეცნო ვითარებას.

news_6452დაინგრა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, რომელიც 2010 წლის შემოდგომაზე გაიხსნა და მის მშენებლობაზე, ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა. დაიტბორა ნუცუბიძის პლატო. ვერეს ხეობაში მდებარე სახლები წყლის ქვეშ მოექცა. ადიდებულმა მდინარემ მთლიანად გაანადგურა ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი და მათი უმეტესობა იმსხვერპლა.
საჭირო გახდა ქალაქის ცენტრში გამოქცეული ცხოველების გარკვეული ნაწილის ლიკვიდაცია, რადგან შეუძლებელი იყო მათი დაძინება, რადგან  ყველაზე ძლიერმოქმედი დამაძინებელი პრეპარატიც კი მინიმუმ 3-4 წუთში იწყებს მოქმედებასა და ცხოველის დაძინებას. ეს დრო კი, ვეფხვისა და ლომისთვის სრულიად საკმარისია, რომ გაანადგუროს მასთან ახლოს მყოფი ადამიანი.
17 ივნისს, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საწყობში დამალული ვეფხვი, შენობაში შესულ ოთხ თანამშრომელს დაესხა თავს და ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ორსაათიანი სპეცოპერაციის შედეგად, ვეფხვის ლიკვიდაცია მოხერხდა.
​სტიქიის შედეგად თბილისს 50 მილიონი ლარის მატერიალური ზარალი მიადგა.

კომენტარი