შეთავაზება მერიას – მეორე ამოსასვლელი „თავისუფლების მოედნის“ მეტროს

შეთავაზება მერიას – მეორე ამოსასვლელი „თავისუფლების მოედნის“ მეტროს

195
გაზიარება

არასამთავრობო ორგანიზაცია „ ურბანული ლაბორატორია“ დედაქალაქის მერიას  თავისუფლების მეტროდან, კერძოდ, ბარათაშვილის ქუჩაზე მეორე ამოსასვლელის მოწყობას სთავაზობს. „ურბანულ ლაბორატორიაში“ დარწმუნებულები არიან, რომ ამ შემთხვევაში ბარათაშვილის მოედანის მიმდებარე ტერიტორია ავტოტრანსპორტისაგანაც განიტვირთება და ფეხით მოსიარულებსაც გაუიოლდებათ აღნიშნულ ტერიტორიაზე წვდომა.

20180517170740877169644

„ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციის შედეგად, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება მისი, როგორც სამგზავრო მიზიდულობის ცენტრის, დატვირთვა: გაჩნდება ახალი კომერციული ობექტები და ტერიტორია ხდება ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი. გარდა ამისა, ეს ტერიტორია ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო კვანძია, სადაც გადის 35-მდე ავტობუსის და მიკროავტობუსის რეისი და ხდება მგზავრების გადასხდომა სხვა მარშრუტებზე.
ამავდროულად, ბარათაშვილის მოედანი ფაქტიურად მოწყვეტილია მეტროპოლიტენს: „თავისუფლების მოედნის“ ამოსასვლელიდან იგი დაშორებულია 550 მეტრით, რომლის გასავლელად მგზავრს უწევს მიწისქვეშა გადასასვლელის და აღმართის გავლა, რაც ამ უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო კვანძს მეტროდან საკმაოდ მიუწვდომლად აქცევს.

d1d3d710604fამ პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნის“ მეორე ამოსასვლელის მშენებლობა ბარათაშვილის ქუჩაზე არსებულ მიწისქვეშა ამოსასვლელში. ამ ამოსასვლელის მოწყობა იქნებოდა დამატებითი სადგურის გახსნის ეფექტის მქონე. ერთის მხრივ, იგი მოიზიდავდა მეტროპოლიტენში იმ მგზავრების ნაწილს, რომლებიც მოცემულ გაჩერებაზე ერთი ტრანსპორტიდან გადასხდებიან მეორეში. მათ მეტროპოლიტენის ამოსასვლელის სიახლოვეს არსებობა საშუალებას მისცემდა ერთ-ერთ ტრანსპორტად მეტროპოლიტენი გამოეყენებინათ, მოემსახურებოდა ორბელიანს მოედანზე მიმავალ მგზავრებს და გარკვეულწილად მოემსახურებოდა საარბრიუკენის მოედანსაც, მეტროპოლიტენს მიმზიდველს გახდიდა იუსტიციის სახლში მიმავალი ადამიანებისთვისაც და შეამცირებდა ავტომობილების რაოდენობას მიმდებარე ტერიტორიაზე.

5327722855_d0cde87737_bაღნიშნული ამოსასვლელის მშენებლობა ტექნოლოგიურად საკმაოდ მარტივია, რადგან „თავისუფლების მოედნის“ ქვედა ვესტიბიულში უკვე აშენებულია ორბელიანის მოედნის მიმართულებით მეორე ამოსასვლელისკენ მიმავალი კიბეები და შესაბამისად, მათი მშენებლობისთვის სადგურის დაკეტვა არ იქნება აუცილებელი, ხოლო დონეთა სხვაობა სადგურსა და ორბელიანის მოედნის მიწისქვეშა ამოსასვლელს შორის საშუალებას იძლევა მოკლე ესკალატორის, ან კიბეების მეშვეობით მოხდეს შეერთება სადგურთან”, – აღნიშნულია „ურბანული ლაბორატორიის“ მიმართვაში.

კომენტარი