საბურთალოს რაიონში ეზოების რეაბილიტაცია გრძელდება

საბურთალოს რაიონში ეზოების რეაბილიტაცია გრძელდება

272
გაზიარება

დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩა N6-ის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება სრულდება.
ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და 3 520 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი იგება. აღნიშნულ მისამართზე ასევე, ორი კედლის მშენებლობა დასრულდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად გაეცნო.
„აღნიშნულ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. მოსახლეობის თხოვნით, ეზოს რეაბილიტაცია დავიწყეთ და ტერიტორია კეთილმოეწყო. ჩვენ ეზოების მოწესრიგებას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
პროექტს საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „სკინჩი“ ასრულებს. აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან ჯამში, 180 000 ლარი დაიხარჯება.

კომენტარი