12 ათასი ლარი, 6 წლამდე ვადით – „თიბისი ბანკის” შეთავაზება ტაქსის მძღოლებს

12 ათასი ლარი, 6 წლამდე ვადით – „თიბისი ბანკის” შეთავაზება ტაქსის მძღოლებს

1699
გაზიარება

“თიბისი ბანკი” ტაქსის მძღოლების ხელშემწყობ პროგრამას უერთდება. „თიბისი ბანკის” ინფორმაციით, თბილისში მომუშავე ტაქსის მძღოლები ავტომობილების შეძენას ან განახლებას სპეციალური პირობებით შეძლებენ.
როგორც „თიბისი ბანკის“ ინფორმაციაშია მითითებული, ის მძღოლები, რომლებსაც  თბილისის ტაქსის A კატეგორიის ლიცენზიის მიღება სურს, თუმცა ავტომობილის მდგომარეობა, ფერი და სხვა პარამეტრები არ შეესაბამება ლიცენზიის მოთხოვნებს,  სესხის მიღებას გამარტივებული წესით შეძლებენ.
“ავტომობილების შეძენა/განახლებისთვის სესხის მიღება შემოსავლის დადასტურების გარეშეა შესაძლებელი. ავტომობილების შეძენის შემთხვევაში, სესხის თანხა 12 000 ლარამდე განისაზღვრება, 6 წლამდე ვადით. გარდა ამისა, ტაქსის მძღოლები უახლოეს მომავალში ავტო დილერებისგან სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ.
რაც შეეხება ავტომობილის განახლებას, სესხის ოდენობა 8 000 ლარამდე განისაზღვრება, 4 წლამდე ვადით. უზრუნველყოფა და თანამონაწილეობა ამ შემთხვევაში, არ მოითხოვება.
ხელშეწყობის პროგრამით სარგებლობა თბილისში მომუშავე ტაქსის მძღოლებს შეუძლიათ. ამისათვის მათ თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალს უნდა მიმართონ”,-ნათქვამია “თიბისი ბანკის” განცხადებაში.

კომენტარი