რუსთავის გზატკეცილზე ახალი სკვერის მოწყობა გრძელდება

რუსთავის გზატკეცილზე ახალი სკვერის მოწყობა გრძელდება

114
გაზიარება

კრწანისის რაიონში რუსთავის გზატკეცილზე N267-ის მიმდებარედ ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები ფინალურ ეტაპზეა.
პროექტის ფარგლებში, სკვერის შიდა პერიმეტრზე დაიგო დეკორატიული ფილები, მოეწყო საბავშვო ზონა, რომელიც შემოისაზღვრა რეზინის ბორდიურით. ბავშვებისთვის დაიდგა ქვიშის მოედანი და გასართობი ხის ატრაქციონი. ასევე, მოძრავი საქანელები დამონტაჟდება და წყლის ადაპტირებული შადრევანი გაკეთდება. რეკრეაციულ სივრცეში საბაღე სკამები და გარე განათების ლამპიონები მოეწყობა და სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეებით გამწვანდება. სკვერი
თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება და ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. სკვერის მიმდებარედ, ადგილობრივი მცხოვრებლების თხოვნის გათვალისწინებით, ავტომანქანებისთვის საპარკინგე ზონა მოეწყობა.
გასულ წელს, სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია 11 მისამართზე განხორციელდა; აქედან სამ მისამართზე – ზემო ფონიჭალაში, გრიშაშვილის ქუჩაზე და ქვემო ფონიჭალაში თანამედროვე რეკერაციული სივრცეები მოეწყო.

კომენტარი